Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარე და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი


დავიდ სასოლი
დავიდ სასოლი

პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარე, დავიდ სასოლი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერა იუროვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის საგარეო უწყება ასახელებს ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის „არალეგიტიმურ ცალმხრივ შეზღუდვებს“.


რუსეთს მხედველობაში აქვს 2 და 22 მარტს ევროკავშირის მიერ რუსეთის ექვსი მოქალაქის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რასაც 30 აპრილს რუსეთმა ევროკავშირის ორი ლიდერისა და ევროკავშირის ასევე ექვსი მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებით უპასუხა.

დავიდ სასოლისა და ვერა იუროვას გარდა რუსეთის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ ჟაკ მერი, ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეაში საფრანგეთის დელეგაციის წევრი, ივარს აბოლიში, ლატვიის ელექტრონული მედიის ნაციონალური საბჭოს თავამჯდომარე, იორგ რაუპახი, ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი და ასევე ლატვიელი, ესტონელი და შვედი მეცნიერები.

მათ ამიერიდან აეკრძალათ რუსეთში შესვლა.

მარტის დასაწყისში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის ოთხი მოქალაქე - ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები:

  • გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი,
  • საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი,
  • სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ კალაშნიკოვი
  • და როსგვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი.

ისინი პირველები არიან, ვის მიმართაც გამოიყენა ბრიუსელმა ახალი მექანიზმი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და გასამართლებასთან სავარაუდო კავშირისთვის.

22 მარტს ევროკავშირმა დაამტკიცა მორიგი სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მათ შორის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 11 მოქალაქისა და ოთხი კომპანიის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG