Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ვაქცინის ნაკლებობაა, მთავრობამ ყველა მოზრდილის აცრა გადაწყვიტა


ინდოეთის მთავრობის გეგმის განხორციელება, კოვიდის ვაქცინით აცრას ყველა მოზრდილი, 600 მილიონი მოქალაქე, 1 მაისს რეალობამ შეაჩერა, როცა რამდენიმე შტატმა გამოაცხადა, რომ ვაქცინის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა აქვთ. სხვა შტატებმა კი მთლიანად გადადეს გეგმის განხორციელება.

თუმცა ინდოეთი თვითონაა უდიდესი მწარმოებელი, მას ვაქცინის ნაკლებობა აქვს და ამის გამო 1,3 მილიარდი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ მარტიდან შეწყვიტა ექსპორტი, რასაც მთელ მსოფლიოში მოჰყვა დეფიციტი.

ინდოეთის პრესის თანახმად, მხოლოდ ექვს შტატი, 28 შტატსა და რვა მოკავშირე ტერიტორიას შორის, შეძლებს დაიწყოს ყველა მოზრდილის აცრის გეგმის განხორციელება და იქაც ეს მხოლოდ ოლქების შეზღუდულ რაოდენობაში ნაწილობრივ მოხდება.

ქვეყნის საფინანსო ცენტრში, ქალაქ ბომბეიში ხელისუფლებამ აცრის ცენტრი დახურა სამი დღით, ხოლო დელის მთავარმა მინისტრმა მიმართა ხალხს, ნუ მივლენ ასაცრელად 1 მაისს, რადგან პრეპარატი ჯერ არ მიუღიათ. ინდოეთში ვირუსის სწრაფ გავრცელებას იწვევს მუტირებულ ვარიანტთან ერთად ჯანდაცვის სისტემის პრობლემები. ინფექციის მასშტაბები, სავარაუდოდ, 5-10-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ამას ოფიციალური პირები აცხადებენ.

ოფიციალურად ინდოეთში, სულ, 19 მილიონამდე შემთხვევა აღირიცხა. დაღუპულთა რიცხვი 210 ათასს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG