Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ დოესში მომხდარ ავარიაში ორი პირი დაშავდა


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სოფლის ცენტრში გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ „ჰონდას" მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა „მერსედესის" მძღოლი კაცი და მეორე ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა თქმით, მერსედესს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მართავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG