საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2171 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი თბილისიდანაა. ჩატარებულ ტესტებსა და გამოვლენილ შემთხვევებს შორის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,85 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით შემთხვევები ასე ნაწილდება:
- თბილისი - 1 359,
- აჭარა - 135,
- იმერეთი - 202,
- ქვემო ქართლი - 83,
- შიდა ქართლი - 82,
- გურია - 48,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118,
- კახეთი - 54,
- მცხეთა-მთიანეთი - 70,
- სამცხე-ჯავახეთი - 13,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 315 913 შემთხვევა. მათგან 296 532 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 207 ადამიანი.