ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე დატვირთულია თბილისის კლინიკები. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებისთვის 5910 საწოლია გამოყოფილი, საიდანაც თავისუფალია 1500.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 315 913 შემთხვევა. მათგან 296 532 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 207 ადამიანი.