Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტს გამკაცრებული ჯარიმების კანონზე ვეტოს დასადებად შეხვდა


"გირჩის" ლიდერი და პარლამენტის წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დასადებად შეხვდა. მისი თქმით, ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით მომზადებულ დოკუმენტს.

"ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი რატომ იყო ეს ცვლილებები საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტიც იყო... ჩვენ ყველანი ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე საათიც არის დარჩენილი, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება. მე მაქვს იმედი, რომ ის ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს", - ამბობს ხვიჩია.

პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კრიტიკულად აფასებს ასევე აშშ-ის საელჩო საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG