Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპიის ზღვის ნაპირზე მეცნიერებმა იპოვნეს 150 მკვდარი სელაპი


მოსკოველმა და დაღესტნელმა მეცნიერებმა კასპიის ზღვის ნაპირზე, მახაჩყალის მახლობლად იპოვნეს 150 მკვდარი სელაპი, მათი ნაწილი გატყავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იუწყება სამეცნიერო-საექსპედიციო ცენტრ „ზღვის ძუძუმწოვარათა“ წარმომადგენელ, ვიქტორ ნიკიფოროვზე დაყრდნობით.

„შემზარავი სურათია, ასეთი რამ არასოდეს მინახავს, პლაჟზე ყოველ 50 მეტრში მკვდარია სელაპი გდია“, - აცხადებს ნიკიფოროვი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შესაძლაო ეს რიცხვი გაიზარდოს, ვინაიდან სპეციალისტები აგრძელებენ დაღუპული ძუძუმწოვრების მოძიებას.

სელაპების სიკვდილის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია: ეს შესაძლოა იყოს, როგორც საშიში ნარჩენებით დაბინძურებული ზღვის წყალი, ისე თევზმჭერი გემების საქმიანობა.

დაღესტნის ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების სახელმწიფო უნივესიტეტის დირექტორის, ალიმურად გაჯიევის თანახმად, ბევრი ზღვის ცხოველი სათევზაო ბადეში აღმოჩნდა გახლართული.

მეცნიერის თქმით, 100 წლის წინ კასპიის ზღავში ბინადრობდა სულ მცირე ერთი მილიონი სელაპი. დღეს კი მათი რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით 50-70 ათასს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG