განახლება- ალექსეი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" წარმომადგენლები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუნდის ნაწილი საქართველოში ინაცვლებს. საქართველოში გადასვლის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე რუსულმა მედია საშუალებამ გაავრცელა, მათ შორის, РБК-მ, რომელიც თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოში უკვე მუშაობენ ფონდის თანამშრომლები, მათ შორის გეორგი ალბუროვი და რუსლან შავედდინოვი.
რუსლან შავედდინოვმა ტვიტერზე სასაცილო უწოდა გავრცელებულ ცნობებს და დაწერა, რომ ის საქართველოში დასასვენებლად არის ჩასული.
მედუზას ცნობით, გავრცელებულ ცნობას, რომ ფონდის გეგმას წარმოადგენს თბილისში, ან მის შემოგარენში, სტუდიის მოწყობა და იქიდან "Навальный LIVE-ის გადაცემების წარმოება, და რომ ამ მიზნით საქართველოში უკვე გაგზავნილია ძვირადღირებული ტექნიკა- ფეიკ ნიუსი უწოდა ნავალნის ფონდის წარმომადგენელმა, რეგიონული შტაბების ქსელის ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა.
ნავალნის გუნდის საქართველოში გადასვლაზე წერდა ასევე Sota, რომელმაც ალბუროვისა და შავედდინოვის ინსტაგრამზე ატვირთული საქართველოში გადაღებულ ფოტოები გამოაქვეყნა.
დაუდასტურებელი ინფორმაცია საქართველოში ნავალნის ფონდის თანამშრომელების გადასვლაზე გავრცელდა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების ფონზე, აკრძალოს იმ სტრუქტურები საქმიანობა, რომლებიც ნავალნის უკავშირდება.
მოსკოვის პროკურატურა ცდილობს, ნავალნის შტაბი, კორუფციასთან და ადამიანის ულებების დაცვის ფონდები „ექსტრემისტებად“ შერაცხოს. მიღწეულია მათი საქმიანობის შეწყვეტა. უკვე 29 აპრილს ვოლკოვმა გამოაცხადა შტაბების დათხოვნის შესახებ.
7 მაისს გახდა ცნობილი, რომ Amnesty International-მა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, ალექსეი ნავალნი კვლავ აღიაროს “სინდისის პატიმრად“.
დაწერეთ კომენტარი