Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ასაფლავებენ სკოლაზე სისხლიანი თავდასხმისას დაღუპულებს


ავღანეთის დედაქალაქში 9 მაისს დაკრძალვის ცერემონიები გაიმართა, ერთი დღით ადრე გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთათვის. თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 50 ადამიანი, დაიჭრა 100-მდე პირი.

ქაბულში, ერთ-ერთ გორაკზე განთავსებულ სასაფლაოზე დაკრძალულთა უმრავლესობა ქალი მოსწავლეები არიან, ძირითადად შიიტებით დასახლებული უბნის, ჰაზარას სკოლიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ტარიყ არიანი 9 მაისს აცხადებს, რომ სკოლის წინ ჯერ დანაღმული მანქანა აფეთქდა, ხოლო როცა შეშინებული მოსწავლეები შენობიდან გარეთ გამოიქცნენ, კიდევ ორი აფეთქება მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია, თუმცა ავღანეთის ოფიციალური პირები ბრალს თალიბანს სდებენ. თავად თალიბანი უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG