Accessibility links

site logo site logo

საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს


იერუსალიმისკენ ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლის შემდეგ ისრაელში საქართველოს საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა. ის აფრთხილებს ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს:

„მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას".

ჰამასის ექსტრემისტებმა ღაზის სექტორიდან 10 მაისს იერუსალიმისკენ რაკეტები ისროლეს, რითიც კიდევ უფრო გაღრმავდა დაძაბულობა, პალესტინელ დემონსტრანტებს და ისრაელის პოლიციას შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG