Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსახურიდან გაათავისუფლეს სამეგრელო-ზემო სვანეთში რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი


ლაშა გვასალია
ლაშა გვასალია

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარის რწმუნებულმა მალხაზ თორიამ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელად დღეს ამცნო.

ლაშა გვასალიას სიტყვებით, სახელმწიფო რწმუნებულმა „უსამართლო გადაწყვეტილების“ მიზეზად ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან მეგობრობა და თანამშრომლობა დაასახელა. ლაშა გვასალია გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

„მე პირველად ვნახე ასეთი გაოგნებული, გამშრალი და ფერდაკარგული მალხაზ თორია. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ჰქონდა ძალიან დიდი ზეწოლა ვიღაცეებისგან... მე არასდროს არანაირი დარღვევა არ მქონია სამსახურში ვიყავი ყოველთვის მოწინავე და გამორჩეული მოხელე...მან პირდაპირ მითხრა, იმიტომ მიშვებენ რომ ვარ გახარიას მეგობარი და მაქვს მასთან ურთერთობა. თუ მეგობრობაზეა საუბარი გასაგებია, მაგრამ სხვა რა ურთიერთობა უნდა მქონდეს ჯერ პარტია არ აქვს და არაფერი“, - განაცხადა ლაშა გასალიამ.

თავის მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გვასალია დაკავებული თანამდებობიდან სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების საფუძველზე სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისთვის გათავისუფლდა.

დღეს, 11 მაისს, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა პაატა ივანიშვილმა და ერასტი ელიჯარაშვილმა თანამდებობები დატოვეს.

XS
SM
MD
LG