Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი საზოგადოებას და ოპონენტებს ურჩევს, საქმეების შინაარსს შეხედონ და აღქმებით არ იმსჯელონ


"ქართული ოცნების" ლიდერი, შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას და ოპონენტებს ურჩევს, საქმეებზე, რომელსაც ისინი "პოლიტიკურ საქმეებს" უწოდებენ, აღქმებით არ იმსჯელონ. ასე გამოეხმაურა ის მედიასთან ე.წ. პოლიტიკურ საქმეებს.

"არის სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარე, რასაც უნდა შევხედოთ სამართლებრივ ჭრილში... უნდა მორჩეს ერთხელ და საბოლოოდ ის მცდელობები, რაც საბოლოო ჯამში შეძლეს, აღქმებზე მუშაობდნენ ოპონენტები. მათაც და ჩვენმა საზოგადოებამაც უნდა შეხედონ ფაქტებს და შინაარსს, ნებისმიერი საქმე, იქნება ეს მიმდინარე თუ მომავალი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გუშინ, 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გიგი უგულავას შეატყობინეს, რომ განახლდა მისი საქმის წარმოება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩანიშნული სხდომა პროკურორის კორონავირუსით დაინფიცირების მიზეზით გადაიდო.

XS
SM
MD
LG