Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს შესაძლო სარაკეტო შეტევის შესახებ


ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს საქართველოს საელჩო: „18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით. აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.

გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში. თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან; განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს“.

გასულ ღამეს ესკალაცია განიცადა ბრძოლამ ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის - ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა ჰამასის პოზიციებზე ღაზის სექტორში, პალესტინელებმა ისრაელის სიღრმეში რაკეტები ისროლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG