Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა სამნიძე მხოლოდ კონკრეტული მიზნების შესასრულებლად შექმნილ ფრაქციაში შესვლას განიხილავს


"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ გაერთიანდება მხოლოდ ისეთ ფრაქციაში, რომელსაც კონკრეტული მიზნები ექნება. ამის შესახებ მან პარლამენტში "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ფრაქციის შექმნაზე საუბრის დროს განაცხადა.

"მივესალმები ძლიერ ოპოზიციურ ფრაქციებს... მე ვარ ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატი. წარმოვადგენ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში... იმედი მაქვს, შეიქმნება ძალიან ბევრი ოპოზიციური ფრაქცია. ეს არის სერიოზული ინსტრუმენტი კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად "ქართული ოცნებისთვის" ოპონირების გასაწევად გაერთიანებული ძალებითა და კოორდინაციით..." - თქვა სამნიძემ.

დღეს პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქციის - "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" შექმნის შესახებ გახდა ცნობილი. ამ ფრაქციაში "ლელოს" სიით არჩეული დეპუტატების გარდა დამოუკიდებელი დეპუტატები - "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული სალომე სამადაშვილი და "ევროპული საქართველოს" სიით არჩეული შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შეუერთდნენ.

ამ ეტაპზე პარლამენტში არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ აპირებს "ევროპული საქართველოს" სიით შესული დავით ბაქრაძე. ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG