Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს


შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გარდაცვლილია მამაკაცი და გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

კობალაძის ქუჩის მცხოვრებთა ინფორმაციით კი, გამთენიისას ორი ადამიანის გვამი იპოვეს - ქალის ბინაში, ხოლო მამაკაცის, რომელიც სავარაუდოდ, მაღალი სართულიდან გადმოვარდა, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ორივე უცხოელია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

XS
SM
MD
LG