Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის შეიარაღებული ძალების კაპიტანს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა სამთავრობო წერილის გასაჯაროებისთვის


ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კაპიტანს, რომელიც ბრალდებულია მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ჯარების გამოყენების თაობაზე სამთავრობო დოკუმენტის გასაჯაროებაში, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.

14 მაისს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ 29 წლის კაპიტანი ძიანის ურადი ღალატში დამნაშავედ ცნო.

ბელარუსის სასამართლოებს მკაცრი განაჩენები გამოაქვთ საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ხელისუფლებაში მათი მხარდამჭერებისთვის.

ურადი მარტში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან, როგორც იტყობინებიან, Telegram-ის პოპულარულ არხს გაუგზავნა ფოტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილისა, რომელშიც ის ჯარებს ითხოვდა. სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ურადის განაჩენი ყველაზე მკაცრია ათობით განაჩენს შორის, რომლებიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოუტანეს ბელარუსელებს, რომლებიც არ ეთანხმებიან შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. 9 აგვისტოს გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან მოყოლებული მართავს ქვეყანას. შარშანდელი არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ლეგიტიუმურ პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG