Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელს ეწვევა


კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში კახა კუჭავა თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს. ვიზიტი დღეს, 16 მაისს იწყება და 20 მაისს დასრულდება.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ მარია სასოლისთან, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიოსთან და ბელგიის პარლამენტის წევრებთან.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯოანა მირჩეასთან, Think Tank-ებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პარლამენტმა კახა კუჭავა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ 27 აპრილს აირჩია. მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე მას ეკავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავამ არჩილ თალაკვაძე შეცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG