Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი არქტიკული საბჭოს ფარგლებში სერგეი ლავროვს პირველად შეხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 16 მაისს ხუთდღიან ტურნეს გამართავს დანიაში, ისლანდიასა და გრენლანდიაში, რაც ასევე ითვალისწინებს არქტიკულ საბჭოში მონაწილეობას და პირველ პირისპირ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი თავის ვიზიტს დაიწყებს კოპენჰაგენით, სადაც პრემიერ-მინისტრ მეტ ფრედერიკსენსა და საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდთან შეხვედრის დროს „იმსჯელებს კლიმატის ცვლილებებსა და ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებაზე“.

17 მაისს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება რეიკიავიკში, სადაც 19 მაისს გაიმართება 8 წევრისგან შემდგარი არქტიკული საბჭოს შეხვედრა.

ბლინკენის დღის წესრიგი ისლანდიაში ითვალისწინებს არქტიკული საბჭოს წევრი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, შეხვედრას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვი და ბლინკენი პირისპირ შეხვედრის დროს ისაუბრებენ „ორმხრივი და საერთაშორისო ურთიერთობების“ საკითხებზე.

შეხვედრის წინ გამოქვეყნდა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში, რომლის თანახმად რუსეთი რეგიონზე გლობალური დათბობის ნეგატიურ შედეგს იყენებს იმისთვის, რომ გააძლიეროს ეკონომიკური და სამხედრო გავლენა არქტიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG