Accessibility links

site logo site logo

მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის ერთ-ერთ სინაგოგაში ტრიბუნის ჩამონგრევას


სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა იერუსალიმის გივატ-ზეევის დასახლებაში მდებარე სინაგოგაში ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად.

ისრაელის მედიასაშუალებების ცნობით, ტრიბუნაზე ასეულობით მორწმუნე იმყოფებოდა. დაღუპულია 12 წლის ბიჭი და 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. დაშავებულებიდან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ტრაგედია 16 მაისს მოხდა, შავუოთის დღესასწაულის აღნიშვნისას.

აპრილის ბოლოს, ათეულობით ადამიანი დაიღუპა ისრაელის ჩრდილოეთში, ლაგ ბა-ომერის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG