Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ხანძრის დროს შენობიდან გადმოვარდნილი ქალი გარდაიცვალა


საავადმყოფოში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს დილით, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის დროს მაღალი სართულიდან გადავარდა.

პაციენტის გარდაცვალება მედიასაშუალებებს დაუდასტურეს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შენობიდან ქალის გადმოვარდნის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა როგორც სადარბაზოდან, ისე სახანძრო კიბის საშუალებით, დაკვამლიანებული შენობიდან გაიყვანეს მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები. ცეცხლს მეხანძრე-მაშველების 14 ჯგუფი აქრობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG