Accessibility links

site logo site logo

პარიზში გაიმართა გენერალ გიორგი კვინიტაძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი


გენერალი გიორგი კვინიტაძე

18 მაისს პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში მისმა წინამძღოლმა, მამა არჩილ დავრიშაშვილმა ჩაატარა საქართველოს ჯარების ყოფილი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. საფრანგეთის ქართული ემიგრაცია გამოემშვიდობა გენერალს, რომლის ნეშტს საქართველოში გადაასვენებენ.

საქართველოში ჩავლენ კვინიტაძის შთამომავლები, რომლებიც გენერლის ქამარ-ხანჯალს გადასცემენ საქართველოს სახელმწიფოს.

24-25 მაისს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალი გიორგი კვინიტაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში.

გენერალი გიორგი კვინტაძე იყო საქართველოს ბოლო მთავარსარდალი, რომელიც პირველი რესპუბლიკის ჯარს ხელმძღვანელობდა 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG