Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი ორწლიანი მოღვაწეობის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს


ვოლოდიმირ ზელენსკი "ანტონოვის" ქარხანაში
ვოლოდიმირ ზელენსკი "ანტონოვის" ქარხანაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ანტონოვის“ სახელობის სახელმწიფო საავიაციო ქარხანაში მართავს მიმდინარე წლის პირველ პრესკონფერენციას, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე მის ორწლიან მოღვაწეობას და უკრაინის ლიდერის სამომავლო გეგმებს ეძღვნება.

ზელენსკიმ წინა დიდი პრესკონფერენციაც შარშან 20 მაისს გამართა.

ხუთშაბათს სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“ გამოაქვეყნა ახალი გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის მეორე წელს დადებითად და დამაკმაყოფილებლად აფასებს 34%-ი, 42%-ი კი - არადამაკმაყოფილებლად.

ამასთან მოქმედი პრეზიდენტი უპირობოდ ლიდერობის პრეზიდენტობის კანდიდატთა რეიტინგში. ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტის არჩევნებში მზად არის ხმა მისცეს გამოკითხულ მოქალქეთა 30%-მა, ყოფილ პრეზიდენტსა და ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერ, პეტრო პოროშენკოს ხმას მისცემდა 12,8%-ი, მესამე ადგილზეა პრორუსული გაერთიანება „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, იური ბოიკო - მას გამოკითხულთა 12%-ის მხარდაჭერა აქვს.

პრესკონფერნციაზე უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მის უმთავრეს პრიორიტეტს ქვეყნის დეოკუპაცია, კორუფციის დამარცხება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG