Accessibility links

site logo site logo

იმნაძე: ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ, ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, ინფიცირებულ პაციენტებში, დაავადებას მსუბუქი ხასიათი ჰქონდა:

„მოგეხსენებათ, რომ პირველ დოზას არ აქვს ისეთი დაცვა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. ზოგიერთი ადამიანის ინფიცირება გამოვლინდა მესამე-მეოთხე დღესაც. ისინი უკვე ინკუბაციურ პერიოდში იმყოფებოდნენ, როდესაც აიცრნენ. მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებში დაავადება ძალიან იოლად წავიდა. აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაციაც კი არ დასჭირვებია. ასე რომ, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები იქნება“.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. 21 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 105 500 ადამიანი. მათგან სრულად, ორივე დოზით - 16 147.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG