Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით მათიკაშვილის ინიციატივაა, ოპოზიციამ უარი თქვას "ამნისტიის კანონის" თავის ვერსიაზე


"ქართული ოცნების" წევრის დავით მათიკაშვილის ინიციატივაა, რომ ოპოზიციამ უარი თქვას "ამნისტიის კანონის" თავის ვერსიაზე და სამუშაო ვერსიად გამოიყენონ მმართველი პარტიის შემუშავებული დოკუმენტი. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც საკითხი პლენარული სხდომისთვის დაარეგისტრირეს.

"ამ განხილვებმა დაგვანახა, რომ არის განსხვავებები, პრინციპული განსხვავებები გარკვეულ საკითხებზე... ოპოზიციამ უარი თქვას თავის ვარიანტზე და ვიმუშაოთ ამ ვარიანტზე იმ ცვლილებებით, რაც მართლაც გონივრული იქნება, გავითვალისწინებთ და ერთობლივი დოკუმენტი მივიღოთ და ეს იქნება ყველაზე სწორი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

"ამნისტიის კანონის" მიღების ვალდებულება პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემუშავებული დოკუმენტით აიღეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანონი მხოლოდ იმ მუხლებზე უნდა გავრცელდეს, რომელზეც ახლა მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ან უკვე დასრულებულია, მმართველი პარტიის პროექტით კი ამნისტია შეეხება ყველას, ვინც 19-21 ივნისის საქმეებში ფიგურირებს და არ ჩაუდენია კონვენციით დაცული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG