Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლეთიანის თქმით, აქციაზე დაცულია თითოეული ადამიანის და ჯგუფის ინტერესი


თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი კიდევ ერთხელ შეეხო აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებას. ის გამოეხმაურა ძალადობის დაგმობისკენ მოწოდებას.

„ჩვენ შევქმენით უმნიშვნელოვანესი პროცესი ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთობის. ეს არის ქვაკუთხედი იმ დიდი გაერთიანების, რომელიც უნდა მოჰყვეს ამ მოძრაობას. თუ ჩვენ დავიყოფით სხვადასხვა ჯგუფებად, მოხდება ჩვენი დაპირისპირება, ბუნებრივია, ვერ იქნება ეს სახალხო მოძრაობა და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება დაცული და თითოეული მოქალაქის ხმა გათვალისწინებული. ამიტომ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და ჩვენ დავიცავთ აქ მოსული თითოეული ადამიანის უფლებას, რომელიც არის მისი კონსტიტუციური უფლება.

რაც შეეხება იმ ნარატივს, რომ რომ თითქოს ჩვენ არ ვემიჯნებით შესაბამისად ძალადობას, ხაზგასმით მინდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ შემოქმედი პროცესის რიონის ხეობაში, სადაც მოდიოდა სხვადასხვა კრიტიკულად დაპირისპირებული ჯგუფი, რომლებსაც ვუქმნიდით ისეთ გარემოს იქ, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად ახერხებდნენ ამ საერთო საქმის წინაშე გაერთიანებულიყვნენ“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი. მან დაამატა, რომ შეკრების მიზანია არა ერთმანეთის გამოსწორება, არამედ საკითხების გადაწყვეტა.

გოლეთიანის განცხადებით, აქციაზე დაცულია თითოეული ადამიანის და ჯგუფის ინტერესი. „სწორედ, როცა საუბარია, მათ შორის, არ იქნას გამოყენებული სხვადასხვა სიმბოლიკა, ეს იქნება პარტიული თუ სხვა კუთვნილების ამსახველი სიმბოლიკა, ეს ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს უბრალოდ პროვოცირება, დაპირისპირება და ჩვენმა მოწინააღმდეგე ძალებმა ეს არ გამოიყენონ პროვოკაციისთვის“, - აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი.

რესპუბლიკის მოედანზე 24 მაისს ალექსანდრე ფალავანდიშვილი თავს დაესხა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტ სალომე ბარკერს „ცისარტყელას სამკლავურის“ გამო და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

სალომე ბარკერი ამბობს, რომ მას სამკლავური 2019 წლიდან მუდმივად უკეთია და აქციაზეც, სადაც 12 საათისთვის მივიდა, სხვა არაერთი ადამიანი იყო სხვადასხვა სიმბოლიკით (ჯვრები, დროშები და სხვა).

კადრებში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გადაიღო შემთხვევის ადგილას, ისმის აქციის მონაწილეების ჰომოფობიური შეძახილები სალომე ბარკერისა და ზუკა ბერძენიშვილის მისამართით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG