Accessibility links

site logo site logo

პოლონეთი საქართველოს ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას გაუზიარებს


პოლონეთი საქართველოს კორონავირუსის ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას გაუზიარებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დღეს, 27 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა არ დაოუკონკრეტებია ვაქცინების გაზიარების თარიღი და რაოდენობა. დამატებით დეტალებზე პოლონეთიდან ვაქცინების მიღების პროცესზე არც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საუბრობს.

“მე დავაფიქსირე პოლონეთის ხელისუფლების მზაობა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ვიცით, რომ ვაქცინის მიწოდებები არაერთგვაროვანია და ვიწყებთ წინა პერიოდში დაგეგმილი მიწოდებების მირებას. შევძლებთ, ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა. ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ პოლონეთის პრემიერთაან, ჯანდაცვის მინისტრთან, ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან და იმედი მაქვს, ამ კუთხითაც შევძლებთ, ქართველებს ჩვენი მეგობრობა ვაჩვენოთ”, — განაცხადა დუდამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG