Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანრი ოხანაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას: ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ ხალხს, თქვენ ესაუბრებით ნაციონალურ მოძრაობას


პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, ანრი ოხანაშვილი პარლამენტში უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას საპარლამენტო ოპოზიციას ადანაშუალებს იმაში, რომ ისინი უმრავლესობის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონის კრიტიკისას არა საზოგადოების და მათ შორის 20 ივნისს დაზარალებულების ინტერესებიდან, არამედ ერთი ადამიანის, ნიკა მელიას ინტერესებიდან ამოდიან.

"კანონპროექტი რომ წარმოადგინეთ და დააინიცირეთ, თუ გქონდათ კონსულტაცია რომელიმე დაზარალებულთან, ახლა რომ დაზარალებულებზე ვსაუბრობთ. როდესაც თქვენ საუბრობთ ღირსებაზე, საუბრობთ ნიკანორ მელიას ღირსებაზე, ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ ხალხს და ვიცავთ მათ ღირსებას"- თქვა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკის პასუხად, რომლებიც "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს არ მიიჩნევენ "შარლ მიშელის შეთანხმების" სულისკვეთების ლოგიკურ გაგრძელებად.

"ქართული ოცნება" ესაუბრება საზოგადოებას, ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ ხალხს, თქვენ ესაუბრებით ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე აღებული, თქვენ გაქვთ, როგორც ჩანს ველდებულებები ნიკანორ მელიას და ნაციონალური მოძრაობის წინაშე. თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ვინც არის, ის არ იზიარებს მისი ადვოკატების პოზიციას და ამიტომ ჯერ ჩამოყალიბდით მასთან მიმართებაში ხართ თუ არა აზრთა თანხვედრაში. თქვენ აფიქსირებთ ამ ადამიანის საწინააღმდეგო პოზიციას. ნიკანორ მელიას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა და ქართული ოცნება მით უმეტეს. არავის არ ჭირდება მისი თანხმობა და ვერსად ვერ ნახავთ თქვენ, რომ მას მოეთხოვება რაიმე თანხმობა. მაგრამ თქვენ როდესაც თანხმობაზე საუბრობდით დღეს, საუბრობდით მხოლოდ ერთი ადამიანის ღირსებას და დაგავიწყდათ ჩვენი საზოგადოების ღირსება და ინტერესები, არაფრად მიგაჩნიათ დაზარალებული პოლიციელები, არაფრად მიგაჩნიათ ის სამოქალაქო პირები, რომლებთან კონსულტაციის გარეშეც ჯერ პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი და ახლა ამ პოლიტიკური შეთანხმებიდან აღებულ ვალდებულებას გაქცევას ცდილობთ და პასუხისმგებლობა გადაგაქვთ ამ სამოქალაქო პირებზე. არც მათ ღირსებას არ იცავთ" - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი ისე გავიდა დღეს პირველ მოსმენაზე, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება საერთო პოზიციაზე.

პარლამენტის წევრი აზრთა განსხვავებულობისა და პარლამენტში კანონპროექტის შესახებ დებატების ფონზე, პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია "ევროპელი სოციალისტებიდან" გამოვიდა ინიციატივით, რომ ვინაიდან ეს საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან მისი განხილვა.

"რამდენჯერ იყო გადაცდომები, არ მინდა ვთქვა, დარბევები და მრავლი სხვა, ჩახოცვები და მიცვალებულებს პოულობდნენ სადღაც და სადღაც. ისიც გვახსოვს ჩვენ და მახსოვს კარგად, რომ არცერთი ამ დარბევის შემდეგ ამნისტია არ ყოფილა.

ეს ამნისტია ჰუმანური აქტია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველანაირ ამნისტიას, რომელიც იქნება მიმართული სტაბილიზაციისკენ, ურთიერთგაგებისკენ და იმისკენ, რომ კალაპოტში ჩადგეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ხომ არ აჯობებდა, რომ ეს საკითხი საერთოდ მოგვეხსნა დღის წესრიგიდან და გაგვეგრძელებინა ის საქმიანობა, რაც საჭიროა ქვეყნისთვის?" - განაცხადა მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის კანონპროექტებს განიხილავენ.

"ფაქტია რომ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არ არის ერთიანი პოზიცია და შეჯერებული ვერსია. თქვენს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა. ზოგმა ოპოზიციურმა დეპუტატებმა თქვეს, საერთოდ გადავდით. მე ვისურვებდი, ჩამოყალიბდეთ კონკრეტულ ხედვაში" - თქვე ანრი ოხანაშვილმა მისი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვისას.

„სწორედ არასწორად დაჭერილი შესაძლო დამნაშავეებით იქმნება პოლიტიკური პრობლები და ქმნით პოლიტიკურ გმირებს. ჩვენ ამ პროცესიდან გამოსვლა გვინდა. ამნისტია, რომელსაც შერიგებისა და დაწყნარების შედეგი არ მოჰყვება, უჭერთ მხარს თუ არ უჭერთ?! ჩვენ რომ დავინახეთ, რომ იმ ვერსიამდე ვერ მივედით, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანდა, ამიტომ დღევანდელი განხილვის გადადება შემოგთავაზეთ. ამ საკითხში ჩვენ დროის საათი არ გვაქვს ჩართული, შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებისგან განსხვავებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა [კონვენციური დანაშაულები], ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება იმათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა.

იმის გამო, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია საერთო პრინციპებზე ვერ შეთანხმა, დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით კანონპროექტის ორივე ვერსიას განიხილავს და გეგმავს, კენჭისყრა მომდევნო დღეებისთვის გადაიდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG