Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიტპატიმრების რიცხვი თითქმის ორჯერ გაიზარდა


ბელარუსულ უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, ბელარუსში პოლიტპატიმრების რაოდენობა 436-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ სიაში კიდევ 12 ადამიანი შეიყვანა.

შედარებისათვის, თებერვლის შუა რიცხვებში ბელარუსში პოლიტპატიმრად მიჩნეული იყო 246 ადამიანი.

პოლიტპატიმართა სრული სია „ვიასნამ“ საკუთარი საიტის საშუალებით გამოაქვეყნა.

27 მაისს პოლიტპატიმართა სიას დაემატა რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა, ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის მეგობარი, რომელიც ლუკაშენკას რეჟიმმა 23 მაისს „რაინეარის“ სამგზავრო თვითმფრინავის მინსკის აეროდრომზე იძულებით დასმის შემდეგ დააკავა.

სავარაუდოდ ბელარუსის უშიშროების იზოლატორში ჩაწერილ ვიდეოზე, რომელიც ბელარუსის პროსახელისუფლო ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს, საპეგა ჰყვება, რომ იგი იყო ოპოზიციური ტელეგრამის არხის, „ბელარუსის შავი წიგნის“ რედაქტორი. ამ არხზე ხშირად ვრცელდებოდა ცნობები ბელარუსის უსაფრთხოების თანამშრომლების შესახებ, რომლებიც დაეხმარნენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება აგვისტოს სადავო არჩევნებში.

25 მაისს მინსკის სასამართლომ სოფია საპეგას 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. იგი ეჭვმიტანილია ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დანაშაულის ჩადენაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG