Accessibility links

site logo site logo

ვარლამ გოლეთიანის თქმით, უკვე დაიწყეს ხარჯების გამოქვეყნებაზე მუშაობა


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ უკვე დაიწყეს საორგანიზაციო ხარჯების გამოქვეყნებაზე მუშაობა. ამის შესახებ მან სპეციალური განცხადება გუმათში, პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირთან გაავრცელა.

"ჩვენი ემიგრაციაა ჩართული ამ პროცესში და ძირითადად მათგან მოდის ეს დაფინანსება და ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ვინც აქ ვდგავართ, ყველანაირ მონაწილეობას იღებენ ამ ბრძოლისთვის... რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციების საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომლის ამ ხარჯებს დააბალანსებს და შემდეგ გამოქვეყნდება ჩვენს Facebook-გვერდზე და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი...

გამოვედით ინიციატივით, რომ ყველა იმ ადამიანმა, ცალკეულმა პერსონამ, მათ შორის, მედიასაშუალებებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და ვინც გარკვეული დაფინანსებებით არსებობს, გაასაჯაროოს თითოეულმა მათგანმა თავთავიანთი შემოსავლის ნუსხა - ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი, როცა ჩვენი მისამართით კეთდება მსგავსი მოთხოვნა, ვფიქრობ სამართლიანია ზოგადად ყველა ერთად მოვექცეთ საერთო წესის ქვეშ", - განაცხადა გოლეთიანმა.

"რიონის ხეობის მცველების" დაფიანანსებაზე კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ თბილისში აქციისთვის ტექნიკური საშუალებების მობილიზება ადვილად შეძლეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაკა სულაძემ თქვა, მათ ამაში 21 ათასი ლარი დახარჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG