შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID 19-ის წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების დარღვევის 1332 ფაქტი გამოავლინა. 80 პირი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, რაც იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს.
დაჯარიმდნენ მოქალაქეები, რომლებმაც ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ამ დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირისთვის – 10 000 ლარს. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე
მუხლის შესაბამისად, შს სამინისტრომ 1 024 ფიზიკური პირი დააჯარიმა. ასევე გამოვლინდა პირბადის ტარების წესის განმეორებითი დარღვევის 228 ფაქტი.
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაწესებულია 20-ლარიანი ჯარიმა. პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის კი მოქალაქეებს 40 ლარის გადახდა უწევთ.
შს სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები; წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.