Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი აქვს


კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

სამინისტროს თანახმად, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და დისტანციურად მუშაობს. თანამშრომლები, რომლებსაც ტიკარაძესთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში არიან.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს აიცრა.

რადიო თავისუფლებას სამინისტროში უთხრეს, რომ ეკატერინე ტიკარაძე მეორე დოზით ივნისში უნდა აცრილიყო.

ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება მხოლოდ მეორე დოზის მიღების შემდეგ. ამასთან, კოვიდინფექციისგან 100%-იან დაცვას ვერ უზრუნველყოფს მსოფლიოში დღეს ავტორიზებული ვერცერთი ვაქცინა, თუმცა, ინფიცირების შემთხვევაში, ვაქცინირებული ადამიანები მაქსიმალურად არიან დაცული გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და, შესაბამისად, გარდაცვალებისგან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მაისის მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, საქართველოში დაფიქსირდა ინფიცირების 350-მდე შემთხვევა.

საქართველოში 15 მარტიდან მაისის ჩათვლით, გაკეთებულია 143 970 აცრა. მათგან ორივე დოზით აცრილია 30 722 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG