Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა მთავარეპისკოპოს იაკობს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ილაპარაკა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა. ის წინააღმდეგია მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების.

მიხეილ სააკაშვილმა მთავარეპისკოპოს იაკობს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ემანდ ფრთხილად ეგ იარაღი რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა „მეუფე". იმედია ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!

მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას".

მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ენმ-ის შესახებ შემდეგი რამ განაცხადა: „დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი მაინც ხომ გინდ არ მოსწონდეს მმართველი პარტია, „ნაციონალების" დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს რა, მისი განწყობა... იარაღსაც აიღებენ ხელში, ის რომ დაიწყონ იქიდან მობრუნება კანონით".

XS
SM
MD
LG