Accessibility links

site logo site logo

აშშ გეგმავს COVAX-ის ფარგლებში ვაქცინის 80 მილიონი დოზის ექსპორტს


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აპირებს 3 ივნისს გამოაცხადოს თავის გეგმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინის 80 მილიონი დოზის ექსპორტს აპირებს სხვა ქვეყნებში. ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა 2 ივნისს, კოსტა-რიკაში, სან-ხოსეში, სტუმრობისას. ბლინკენის თანახმად, ეს გეგმა შეთანხმებული იქნება COVAX-თან, რომელიც ღარიბი ქვეყნების ვაქცინით მომარაგებას ემსახურება.

ბლინკენის სიტყვებით, გეგმა, რომელსაც გამოაცხადებს ბაიდენი, შეთავაზებული იქნება ყოველგვარი პოლიტიკური პირობების გარეშე.

ბაიმდენმა ადრე განაცხადა, რომ მისი ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოში პანდემისთან ბრძოლაში აშშ-ის ლიდერობის აღდგენას და აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი ვაქცინის მიწოდებას სხვა ქვეყნებისთვის იყენებენ მთელ მსოფლიოში გავლენის მოსაპოვებლად.

COVAX-მა წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი მიიღო 2 ივნისს, როცა არაერთმა სახელმწიფომ და კერძო დონორებმა 2,4 მილიარდი დოლარის გამოყოფა იკისრეს ვიდეო სამიტის დროს, რომელიც გამართეს იაპონიამ და ვაქცინების ალიანსმა, GAVI-მა, აცრისა და იმუნიზაციის გლობალურმა ალიანსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG