Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 23 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 30 026 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 779 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.59%;
  • ბოლო 7 დღის - 2.9%;
  • ბოლო 14 დღის - 3.06%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 959-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 6317 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 161 947 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 40 811 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 347 762 შემთხვევა. მათგან 331 680 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4876 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG