Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბერძენიშვილი თამარ კორძაიას და ლევან ბერძენიშვილს პარტიაში გატარებული წლებისთვის მადლობას უხდის


"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი თავის ყოფილ თანაპარტიელებს თამარ კორძაიასა და ლევან ბერძენიშვილს "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შემდეგ მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს. საკითხს დავით ბერძენიშვილი "ფეისბუკზე" გამოეხმაურა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე აღარ ისაუბრებდა.

"თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი - ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. ანუ, უფრო ტექნიკურ საკითხს შეეხნენ.

წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

3 ივნისს პარლამენტში ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარტია დატოვეს თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმა.

ფრაქციის წევრები იქნებიან:

  • გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი";
  • თეონა აქუბარდია - "სტრატეგია აღმაშენებელი";
  • პაატა მანჯგალაძე -"სტრატეგია აღმაშენებელი";
  • ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია";
  • ზურა ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
  • ტარიელი ნაკაიძე - უპარტიო;
  • გრიგოლ ვაშაძე - უპარტიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG