Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ღამით სოციალური მუშაკები დარჩებიან


მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი დატოვა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. როგორც ის ამბობს, მთავარეპისკოპოს სპირიდონისგან შეიტყო, რომ წუხელ, 01:00 საათზე ბავშვთა სახლიდან წაიყვანეს ექვსი ბავშვი.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, დღეს ღამით ბავშვთა სახლში სოციალური მუშაკები დარჩებიან, იმისთვის, რომ მათი გამოკითხვა სტრესულ ფონზე არ მოხდეს.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი მედიის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების „წყალობით ბავშვები შეშინებულები და დასტრესილები არიან".

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG