Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტობის კანდიდატებმა იკამათეს ეკონომიკური პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე


ირანის პრეზიდენტობის კანდიდატებმა 5 ივნისს ბრალდებები გაცვალეს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გარშემო, პირველ დებატებში, რომელიც 18 ივნისის არჩევნების წინ გაიმართა.

სატელევიზიო ეთერით გადაცემული დებატები სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, და იყო პირველი ასეთი შეხვედრა დანიშნული სამიდან. მოახლოებული არჩევნების ფონია ფართომასშტაბიანი უკმაყოფილება ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელსაც იწვევს აშშ-ის მიერ აღდგენილი ეკონომიკური სანქციები - რომლებიც მოჰყვა ვაშინგტონის გასვლას 2015 წელს მიღწეული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებიდან.

ირანის ზედამხედველთა საბჭომ, რომელშიც წამყვან ძალას კონსერვატორები წარმოადგენენ, არჩევნებში კენჭისყრის უფლება 600-მდე მსურველიდან მისცა შვიდ კანდიდატს - ხუთ ულტრაკონსერვატორს და ორ რეფორმატორს. ულტრაკონსერვატორმა კანდიდატებმა მწვავედ გააკრიტიკეს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის რვაწლიანი მმართველობა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, აბდოლნასერ ჰემატის - რომელიც ზომიერი შეხედულებებით გამორჩეული წამყვანი კანდიდატია - მოუწოდეს პასუხისმგებლობა იკისროს კრიზისზე. ჰემატიმ კრიზისში დაადანაშულა ულტრაკონსერვატორები, დასავლეთთან დაძაბულობის გაღრმავების გამო, რომელმაც, მისი თქმით, გააუარესა ირანის ეკონომიკური ვითარება.

სასამართლო ხელისუფლების ულტრაკონსერვატორმა ხელმძღვანელმა, ებრაჰიმ რაისიმ თავი აარიდა რეფორმატორებთან პირდაპირ შეტაკებას, და აქცენტი ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე გააკეთა. ზედამხედველთა საბჭოს მიერ გასულ თვეში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, კენჭისყრაზე არ დაეშვათ ზომიერი შეხედულებების მქონე გავლენიანი კანდიდატები, რაისი აქცია წამყვან ფიგურად კანდიდატებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG