Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში შეხვედრებს იწყებს


ფილიპ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
ფილიპ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი

დღეს, 7 ივნისს საქართველოში შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი, რომელიც საქართველოს 6 ივნისს ეწვია.

საელჩოს თანახმად, საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია.

კერძოდ, მოლაპარაკებების გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მოგვიანებით, გაიმართება ფილიპ რიკერის პრესკონფერენცია, რის შემდეგაც იგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანახმად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტი გაგრძელდება სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც იგი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.

საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების ხელშეწყობა და რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაა.

XS
SM
MD
LG