Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაივანსა და ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალ ზომებს მიმართავენ


COVID-19-ის ტესტზე რიგი მელბურნში.
COVID-19-ის ტესტზე რიგი მელბურნში.

ტაივანმა და ავსტრალიამ გამოაცხადეს ზომები COVID-19-ის ახალი კერების შესაჩერებლად, იაპონიაში კი, გამოკითხვების თანახმად, მოსახელობის ნახევარი მხარს უჭერს ოლიმპიური თამაშების გამართვას.

ტაივანმა 28 ივნისამდე გააგრძელა COVID-19-თან დაკავშირებით შემოღებული აკრძალვები, ვინაიდან ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ინფექციის ახალი კერების სტაბილიზება. ხელისუფლება შეშფოთებულია დაავადების უფრო გადამდები ვარიანტების გავრცელებით მაშინ, როცა მოსახლეობის მხოლოდ 3% არის აცრილი.

ავსტრალიის ვიქტორიის შტატი 7 ივნისს იტყობინება კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა ყველაზე დიდი ზრდის შესახებ თითქმის ერთი კვირის განმავლობაში. დედაქალაქ მელბურნის მოსახლეობა ელოდება ცნობას, შეწყდება თუ არა ლოკდაუნი დაგეგმილ დღეს, 10 ივნისს. 7 ივნისი მელბურნში მკაცრი ლოკდაუნის მე-11 დღეა მას შემდეგ, რაც პირველად აღმოჩნდა ვირუსის ვარიანტი Delta. ეს ვარიანტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად COVID-19-ის ოთხ ყველაზე სახიფათო ვარიანტს შორისაა, სავარაუდოდ მიზეზია უკანასკნელ ხანებში ინდოეთში შექმნილი მძიმე ვითარებისა.

იაპონიაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 50% მხარს უჭერს ოლიმპიური თამაშების ამ ზაფხულში გამართვას, 48%-ს კი მისი გაუქმება სურს.

XS
SM
MD
LG