Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ერთ-ერთ კოვიდ-კლინიკაში გაჩენილ ხანძარს


სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა რუსეთის ქალაქ რიაზანის საავადმყოფოში გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად. ხანძრის კერა იყო რეანიმაციული განყოფილება, სადაც COVID-19-ით დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი კვამლით გაიგუდა.

სააგენტო „ინტერფქსის“ ცნობით, საავადმყოფოს შენობიდან ევაკუირებულია 44 პაციენტი, რომელთაგან 34-ს კორონავირუსული ინფექცია აქვს. წინასწარი ვერსიით, ხანძარი ერთ-ერთი სამედიცინო დანადგარის გაუმართაობამ გამოიწვია.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ ხანძრის სწრაფად ჩაქრობას ხელს უშლიდა ძლიერი კვამლი და შენობის კონსტრუქციის თავისებურებები.

XS
SM
MD
LG