Accessibility links

site logo site logo

ბეჟაშვილი: „ნაციონალების“ მიერ „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერა დამოკიდებულია ამნისტიის კანონის ხარისხზე


ლევან ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის თქმით, მოაწერს თუ არა ხელს ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ „შარლ მიშელის შეთანხმებას“, დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, რა სახით იქნება მიღებული ამნისტიის შესახებ კანონი. აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი აცდენილია „შარლ მიშელის დოკუმენტის“ სულისკვეთებას:

„დარბაზში უმრავლესობის მხრიდან პრეტენზია გამოითქვა, თუ რატომ არ ვაწერთ ხელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" ბლოკის სახით იმ დოკუმენტს, რომელიც დღეს საფუძვლად უნდა დასდებოდა ამნისტიის შესახებ კანონს, მაგრამ არა იმ რედაქციით, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი... ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებული დოკუმენტი არის წარმოდგენილი და სწორედ ამიტომაც ვერ მოვაწერთ ხელს და ის თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდება ამ დოკუმენტს თუ არა სწორედ დამოკიდებულია იმ ხარისხზე, ამ დოკუმენტის ხარისხზე, “, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპარლამენტო საქმიანობაში 8 ივნისიდან ჩაერთნენ. პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32 წევრით შევიდა. საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის მიუხედავად, ბლოკი უარს ამბობს მიუერთდეს "შარლ მიშელის დოკუმენტს". ამ დოკუმენტში "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელია ამნისტიის პუნქტი. პირველი კანონპროექტი, რომლის განხილვაშიც "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლის შემდეგ ჩაერთო, "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან და მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG