Accessibility links

site logo site logo

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ამნისტიის პროექტი


77 ხმით, 23-ის წინააღმდეგი მიიღო პარლამენტმა ამნისტიის აქტის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით. პროექტის ინიციატორი არის ფრაქცია „ქართული ოცნება".

კანონპროექტის განხილვას პარლამენტში ხანგრძლივი დებატები მოჰყვა.

კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობა არ ეტანხმება ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG