Accessibility links

site logo site logo

თბილისში თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს


თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას აღნიშნული შემთხვევის შესახებ „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს. მოძრაობის თანახმად, შემთხვევა 4 ივნისს ღამის საათებში მოხდა.

„მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა“, - განმარტავენ „თანასწორობის მოძრაობაში“.

არსებული ინფორმაციით თავდამსხმელს თან ახლდა ორი პირი, რომელთაც იგი დაზარალებულს გაარიდეს. დაზარალებულმა, თავის მხრივ, პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს.

დაზარალებულის ინტერესებს „თანასწორობის მოძრაობა“ იცავს. საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა. ბრალდებული 2 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"თანასწორობის მოძრაობაში" აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის ნიშანი, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG