Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ნინო ლომჯარიას, UNICEF-ს და World Vision-ს ჰომოფობიური ლექსიკით მოიხსენიებს


მთავარეპისკოპოსი სპირიდონი
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანას გამოეხმაურა მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას, UNICEF-ს და World Vision-ს შესახებ საუბრისას.

„მიმდინარეობს აქტიური პროცესი სოცმუშაკებისა, ნინოწმინდის პანსიონში დაახლოებით ათი სოცმუშაკი მუშაობდა ყოველდღე, ზოგჯერ უკვე მეტი. ჩვენ გაოცებულები ვიყავით, რა საჭირო იყო ამდენი. როგორც ბავშვები ჰყვებიან და ყოველდღე ირკვევა ახალ-ახალი, ასე ვთქვათ, შედეგები, აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ ბავშვებს პანსიონი დაატოვებინონ. რატომ სჭირდებათ ეს? ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და პასუხი ცალსახად გვაქვს: პირველი ის, რომ ნინოწმინდაში ქართული ელემენტი, ქართული გენი, ქართული მენტალილეტი აღარ იყოს. იქ ქართული საჯარო სკოლა, რომელიც გაუქმებული იყო ფაქტობრივად, ამ ბავშვების ბაზაზე ისევ ამოქმედდა. ძირითადად, ჩვენი ბავშვები სწავლობენ იქ, რამდენიმე ბავშვია ადგილობრივი. თუ პანსიონის ბავშვები აღარ იქნებიან, ცხადია, ის სკოლა აუცილებლად დაიხურება. ეს უნდათ გარკვეულ ძალებს, რომ იქ ქართული ელემენტი, ქართული მენტალიტეტი ამოძირკვონ. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, ეს ერთი. მეორე ის, რომ არ უნდათ, რომ ბავშვები ეკლესიაში იზრდებიან... თავიანთ იდეოლოგიას, რომელიც არის გენდერული თეორია და მასობრივი სოდომიზაციის თეორია, რომელსაც ისინი აპირებენ და ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში თითქმის გაკეთებული აქვთ, უნდათ, რომ საქართველოში ეს დაამკვიდრონ. ერი ფეხზე უნდა დადგეს, ეს რომ არ დაუშვას. ჩვენ უარი ვუთხარით ლომჯარიას იმის გამო, რომ ის აქტიურ „ლეგეტეპე“ პროპაგანდას აწარმოებდა [სტილი დაცულია], სოდომურ პროპაგანდას. ახლა შევიდა UNICEF-ი და World Vision-ი, რომლებიც უარესები თუ არა უკეთესები არ არიან იმ ლომჯარიას სამსახურზე. ესენიც „ლეგეტეპე“-პროპაგანდისტები [სტილი დაცულია] არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ეს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამის", - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა და დაამატა, - „ზოგიერთი ამბობს, თუ კომპრომისზე არ წავალთ და ამ „ლეგეტეპე“ იდეოლოგიას არ შემოვუშვებთ, ისინი ეკლესიას, ასე ვთქვათ, დააზიანებენ და დაანგრევენ. იმის გამო, რომ ამათ ეკლესია არ დაანგრიონ და ცუდი არაფერი მოუწიონ, შენი ხელით ანგრევ, კაცო? იმის გამო, რომ მათ ქართული ინტერესები არ დაანგრიონ, შენი ხელით ანგრევ ცლი პანსიონს და ქართულ სკოლას ცლი ნინოწმინდაში?"

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თითოეულმა ბავშვმა.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.

პანსიონის ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა.

XS
SM
MD
LG