Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში დაჭრილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი


დაჭრილია სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის მეხუთე სამმართველოს პოლიციის თანამშრომელი. წინასწარი ინფორმაციით, მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა. 50 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აღენიშნება.

დაჭრილ პოლიციელს ლაგოდეხის ადგილობრივ საავადმყოფოში ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

რადიო თავისუფლება მომხდარის დეტალებს არკვევს.

პროკურატურის ცნობით, მომხდაზე საქმე აღიძრა სსსკ 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

XS
SM
MD
LG