Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა გამოაცხადა უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ 


აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 11 ივნისს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

პენტაგონმა განაცხადა, რომ 150 მილიონი დოლარის პაკეტი უკრაინული ძალების „მომაკვდინებელ სიძლიერეს, მეთაურობასა და კონტროლს, და სიტუაციურ ცნობიერებას აამაღლებს“.

თავდაცვის სფეროში დახმარება მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რადარებს, კომუნიკაციების და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, დრონის საწინააღმდეგო სისტემებსა და წვრთნებს.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აღმოუჩინა თავდაცვის სფეროში 2014 წლიდან, როცა რუსეთმა მისი ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია მოახდინა.

რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ომმა, რომელიც კვლავ გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, 13 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი პაკეტი იმ სახსრებით დაფინანსდა, რომელიც კონგრესმა უკვე გამოყო მიმდინარე ფინანსური წელიწადისთვის, პენტაგონის განაცხადება დეტალურად აღწერს, თუ როგორ გაანაწილებენ დახმარებას ამერიკელი სამხედროები.

მოსალოდნელია, რომ უკრაინა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს დღის წესრიგში, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი, ორმხრივ სამიტს გამართავენ ჟენევაში, 16 ივნისს.

ცოტა ხნის წინ, ამ ზაფხულს, ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვაშინგტონში მიიწვია, რათა მხარდაჭერა გამოეხატა მაშინ, როცა უკრაინა იბრძვის რეფორმების დასანერგად თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინ წამოსაწევად.

XS
SM
MD
LG