Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნინოწმინდის ბავშვებისთვის“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა


საქართველოს პარლამენტთან გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი აქცია, რომელზეც ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტები და სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს:

  • დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში. ასევე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები (40 ხელისმომწერი ორგანიზაცია);
  • პანსიონიდან გამოიყვანონ ყველა ბავშვი;
  • დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა სახლები და უპირველეს ყოვლისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი.

ამ აქციის პარალელურად პარლამენტთან მივიდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის, გურამ ფალავანდიშვილიც ანტილგბტ პლაკატებით. მათი განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ არსებობს არანაირი პრობლემა, ხოლო მიმდინარე პროცესი არის „ზეწოლა საპატრიარქოსა და მეუფე სპირიდონზე“:

„ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ვანდალიზმს, ეს არის ზეწოლა სასამართლოს ძალით! გაეროს დამუშავებული სოც-ფაშისტ მუშაკების ძალით ხდება ამ ბავშვების გამოყვანა და იდეალური ბავშვთა სახლის დაშლა“, - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ამ დროისათვის 23 ბავშვია დარჩენილი, სახალხო დამცველს ჯერ კიდევ არ ეძლევა შესვლის შესაძლებლობა.

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონი უკვე დატოვა ოცზე მეტმა ბინადარმა მას შემდეგ, რაც ამბავი გახმაურდა, საქმეში სახალხო დამცველის გარდა ბავშვთა უფლებების დამცველები ჩაერთვნენ, პანსიონის ყოფილი ბინადრები კი იქ არსებულ ვითარებაზე ალაპარაკდნენ. ასევე, გაირკვა, რომ აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე სწორედ პანსიონში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე. მათ შორის, ერთი, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG