Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა ანტი-ლგბტ კანონპროექტი


ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ 14 ივნისს ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის საკითხების განხილვას.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კონსერვატიული მმართველი პარტია კამათის საგნად ქცეულ კანონპროექტზე კენჭისყრას 15 ივნისს გეგმავს.

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა 14 ივნისს თქვა, რომ კანონპროექტი "ყველა უნგრელს უზღუდავს გამოხატვის და განათლების თავისუფლებას". მიატოვიჩი უნგრეთის პარლამენტარებს მოუწოდებს, კანონპროექტი არ დაამტკიცონ და მომავალშიც სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს ინიციატივებს, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს, ან საზოგადოების ზოგიერთ წევრს სტიგმას ანიჭებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG