Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში ექსტრემისტული მასალების გავრცელებაში ეჭვმიტანილი 20 პირი დააკავეს


ილუსტრირებული გამოსახულება
ილუსტრირებული გამოსახულება

უზბეკეთის სირდარიის ოლქში სამართალდამცველებმა ტელეგრამის არხის საშუალებით ექსტრემისტული მასალების გავრცელებაში ეჭვმიტანილი 20 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ეჭვმიტანილების დაკავება 16 ივნისს, პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.

ჯგუფი ეჭვმიტანილია ტელეგრამის არხით ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ პროპაგანდისტული აუდიო და ვიდეომასალების გავრცელებაში.

ჯგუფის წევრების სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ იპოვა ოპტიკურ სამიზნიანი იარაღი და პისიტოლეტი.

15 ივნისს უზბეკეთის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯიზაკის ოლქში დააკავეს ჯგუფი, რომლის წევრებიც აპირებდნენ შეერთებოდნენ ჯიჰადისტურ ორგანიზაცია „ჯამაათ ალ-ტაუჰიდ ვალ-ჯიჰადს“, რომელიც სირიაში ახორციელებდა ტერორისტულ თავდასხმებს.

ივნისის დასაწყისში სამარყანდში დააპატიმრეს 14 პირი, რომლებიც სირიაში გაქცევას ცდილობდნენ.

XS
SM
MD
LG