Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წმიდა საყდარმა რომში მდებარე ეკლესია გადასცა საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რომის სამრევლოს წინამძღვრის, მღვდელ იოანეს (ხელაია) ცნობით, წმიდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან (70 წელი) სარგებლობაში გადაეცა რომში მდებარე ეკლესია. ამ ეკლესიაში დღემდე მსახურებას აღავლენდნენ რომის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები.

„უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამრევლოს სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმინდესობის, რომის პაპის ფრანცისკეს მიმართ. ასევე მადლიერებას გამოვხატავთ რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკარის, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ, რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა.

დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს წმიდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის", - წერს „ფეისბუკზე" მღვდელი იოანე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG